ENG GEO


შ.პ.ს. “სოკარ ჯორჯია სექიურითი” წარმოადგენს დამფუძნებელი კომპანიის შ.პ.ს. “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” ერთერთ შვილობილ კომპანიას. იგი დაარსდა 2007 წლის 6 აგვისტოს და არსებობს როგორც დამოუკიდებელი ერთეული. კომპანიაში დასაქმებულია 610-ზე მეტი თანამშრომელი.
შ.პ.ს. “სოკარ ჯორჯია სექიურითი”-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობტერმინალის, პორტის, ნავთობბაზების, ბენზინგასამართი სადგურების, კომპანიის ცალკეული ოფისებისა და ობიექტების, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეის მდგომარეობით მისი დაცვის ქვეშ იმყოფება 130-ზე მეტი ობიექტი.