ENG GEO

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ განაგრძობს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალურ სპონსორობას

10.02.12

Image
„სოკარ ენერჯი ჯორჯიასა" და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას გენერალური სპონსორობის შესახებ.
შეთანხმებას ხელი „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მაჰირ მამმედოვმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გიორგაძემ მოაწერეს.
შეთანხმებით გათვალისწინებული სასპონსორო თანხა მოხმარდება საქართველოში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების ორგანიზებასა და უცხოეთში ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რაც მათ პროფესიონალურ ზრდას შეუწყობს ხელს.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიასა" და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის გენერალურ სპონსორობაზე შეთანხმება უკვე მეოთხედ შედგა. ახალი შეთანხმების მიხედვით „სოკარ ენერჯი ჯორჯია" ფედერაციას სპონსორობას 2012 წლის მანძილზე გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა 2008 წელს დაიწყო, ხოლო გენერალური სპონსორის პაკეტს პირველად 2009 წელს მოეწერა ხელი. დღემდე კომპანიამ ფედერაციას 850 ათასი ლარი გამოუყო.
2010 წელს „სოკარ ენერჯი ჯორჯია" ბათუმში ჩატარებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის, 2011 წელს კი ქალთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატის გენერალური სპონსორი იყო.
მიმდინარე წელს კომპანია თბილისში გასამართ მოჭადრაკეთა პროფესიული ასოციაციის ქალთა სუპერტურნირს დაასპონსორებს.